Preview Next

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

სასტუმრო “ღვინის სასახლე” მდებარეობს თბილისის ცენტრში! სპორტის სასახლის უკან, მეტრო ტექნიკური უნივესიტეტიდან 3 წუთის სავალზე.


სასტუმრო სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.


33 კომფორტული  ნომერი, მათ შორის სტანდარტული და ლუქსის ტიპის ნომრები გაფორმებულია მაღალმხატვრულ დონეზე.


კედლები მთლიანად ხელით არის მოხატული.


სასტუმრო მთლიანად უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით.


სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზას 70 კაცზე, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით.


სასტუმრო „ღვინის სასახლე“ სტუმრებს სთავაზობს საუზმეს. ასევე წინასწარი შეკვეთით შეგიძლიათ მიირთვათ ნატურალური პროდუქტიდან დამზადებული ქართულ-ევროპული კერძები.


სასტუმროს აქვს უნიკალური მარანი, სადაც ქართული ღვინის ათეული სახეობაა დაცული. ტურისტებისთვის ეწყობა ღვინისა და ნაციონალური კერძების დეგუსტაცია. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ტურების ორგანიზება.